Friday, May 15, 2020

მიღებებზე, საზოგადოებაში, სტუმრად...



  • სტუმრად მისული არასოდეს შეხვიდეთ სასტუმრო ოთახში ქურთუკით.
  • ასევე არ უნდა შეხვიდეთ დაკაკუნების გარეშე.
  • არასდროს გააშროს ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში, დაკეცეთ და ცადეთ მისთვის განკუთვნილ სადგამში.
  • არ შეხვიდეთ ოთახში სიგარეტით ხელში.
  • არ გაუწოდოთ პირველმა ხელი მანდილოსანს, ასაკით ან რანგით უფროს ადამიანს, მანამ სანამ ამას თვითონ არ გააკეთებენ.
  • არ დაიწყოთ ავეჯის ან სახლის სხვა ნებისმიერი ატრიბუტის გადაჭარბებული ინტერესით თვალიერება.
  • არასოდეს, ნებისმიერი ასაკისა და რანგის   ქალბატონი არ წარუდგინოთ მამაკაცს, ეს უნდა გააკეთოთ პირიქით, ისიც თუ ქალბატონს, ამის სურვილი აქვს!
  • ოთახში შესვლისას ან გამოსვლისას არ გადაასწროთ ქალბატონს.
  • კიბეზე ასვლისას პირველი მამაკაცი გადაადგილდებქ, მას მიჰყვება მანდილოსანი.
  • ავტომობილში ჩასხდომისას, ქალბატონს პირველობა უნდა დაუთმოთ, პირველი თავად უნდა გადმოხვიდეთ და ხელი უნდა შესთავაზოთ დახმარებისთვის, ანალოგიურად უნდა მოიქცეთ მოძრავ კაბინაში ( ლიფტში) შესვლა- გამოსვლისას).
  • ხელს ყველას ნუ ჩამოართმევთ. შეგიძლიათ მხოლოდ მასპინძლებს ჩამოართვათ და სხვებს კი მხოლოდ თავი დაუკრათ.
  • ნუ იჩურჩულებთ საზოგადოებაში.
  • მოსაუბრის ყურადღების მისაქცევად მასთან შეხება ცუდ ტონად ითვლება.
  • ნუ ისაუბრებთ საკუთარ თავზე გადაჭარბებულად.
  • ნუ ისაუბრებთ ბევრს.
  • არ დასცინოთ სხვას.ნუ იხუმრებთ "უკბილოდ".
  • არ იკამათოთ.
  • ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.
  • თუ მიღებაზე გათვალისწინებულია ცეკვები, ნუ იტყვით მასზე უარს.
  • ნუ იუარებთ , თუ გთხოვენ იმღეროთ ( თუ ეს შეგიძლიათ), ან დაუკრათ ინსტრუმენტზე.
  • ნუ დარჩებით იმაზე მეტ დროს , ვიდრე ეს გათვალისწინებულია.
  • არ უცქიროთ ხშირად საატს, დრო გარშემომყოფთა თვალის შეუმჩნევლად განსაზღვრეთ!


No comments:

Post a Comment

საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში...

იყავით ზრდილობიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. თუ საჭირო იქნება, მოიბოდიშეთ. ნუ დააკვირდებით ადამიანს განსაკუთრებული ყურა...