- იყავით ზრდილობიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. თუ საჭირო იქნება, მოიბოდიშეთ.
- ნუ დააკვირდებით ადამიანს განსაკუთრებული ყურადღებით, თითქოს პოლიციელი ან სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი იყოთ.
- არ მიუთითოთ თითის გაშვერით ადამიანების ან ნივთების მიმართულებით.
- არ შეყოვნდეთ ქუჩაში და მგზავრს/მგზავრებს თვალი არ გააყოლოთ.
- თუ მანდილოსანს ესაუბრებით ქუდი მოიხადეთ. ასევე მოიქეცით, შენობაში შესვლისას.
- თეატრში, კინოში,დარბაზში, რიგებს შორის გადაადგილებისას, იმოძრავეთ ზურგით სცენისკენ.
- ოპერაში ან რომელიმე შესაბამის ღონისძიებაზე თქვენს აღფრთოვანებას სტვენით, კივილით, ღრიალით და სხვა გაუგებარი მანერებით ნუ გამოხატავთ.თუ მანდამაინც ემოციებისგან დაცლა გნებავტ ამის გაკეთება თავისუფლათ შეგიძლიათ როკ-კონცერტებზე, სპორტულ შეჯიბრებზე და სხვ. ( გადაჭარბებისგან აქაც თავშეკავებას გირჩევთ:))
- ტანისამოსი და ზოგადად, ჩაცმულობა ყურადსაღები ნამდვილად არის!
- ყოველდღიურად გამომწვევად ნუ ჩაიცვამთ.
- დაიმახსოვრეთ!! როდესაც საჭესთან ხართ, არასოდეს სხვას დისკომფორტს ნუ შეუქმნით, ნუ გამოიყენებთ ხმოვან სიგნალს განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. წვიმიან ამინდში გაუფრთხილდით ფეხით მოსიარულეებს, მათ თქვენს გამო უხერხულობა არ უნდა იგრძნონ!!
ყოფაქცევის ესთეტიკა
Sunday, May 17, 2020
საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში...
Saturday, May 16, 2020
მოსმენის კულტურა
- ეცადეთ, მოსაუბრეს უსმინოთ ყურადღებით, თქვენი ეს ქმედება აუცილებლად დაგიფასდებათ.
- არასოდეს მოიქცეთ მედიდურად .ნუ შეეცდებით თანამოსაუბრეზე უპირატესად წარმოაჩინოთ თავი, ამით მხოლოდ საპირისპიროს დაამტკიცებთ.
- არ იცრუოთ. თუ რაიმეს თქმა არ გსურთ, ნუ იტყვით!
- არ გააკრიტიკოთ, იმ მხარის ან ქვეყნის კულტურა და ტრადიციები , სადაც იმყოფებით.
Friday, May 15, 2020
მიღებებზე, საზოგადოებაში, სტუმრად...
- სტუმრად მისული არასოდეს შეხვიდეთ სასტუმრო ოთახში ქურთუკით.
- ასევე არ უნდა შეხვიდეთ დაკაკუნების გარეშე.
- არასდროს გააშროს ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში, დაკეცეთ და ცადეთ მისთვის განკუთვნილ სადგამში.
- არ შეხვიდეთ ოთახში სიგარეტით ხელში.
- არ გაუწოდოთ პირველმა ხელი მანდილოსანს, ასაკით ან რანგით უფროს ადამიანს, მანამ სანამ ამას თვითონ არ გააკეთებენ.
- არ დაიწყოთ ავეჯის ან სახლის სხვა ნებისმიერი ატრიბუტის გადაჭარბებული ინტერესით თვალიერება.
- არასოდეს, ნებისმიერი ასაკისა და რანგის ქალბატონი არ წარუდგინოთ მამაკაცს, ეს უნდა გააკეთოთ პირიქით, ისიც თუ ქალბატონს, ამის სურვილი აქვს!
- ოთახში შესვლისას ან გამოსვლისას არ გადაასწროთ ქალბატონს.
- კიბეზე ასვლისას პირველი მამაკაცი გადაადგილდებქ, მას მიჰყვება მანდილოსანი.
- ავტომობილში ჩასხდომისას, ქალბატონს პირველობა უნდა დაუთმოთ, პირველი თავად უნდა გადმოხვიდეთ და ხელი უნდა შესთავაზოთ დახმარებისთვის, ანალოგიურად უნდა მოიქცეთ მოძრავ კაბინაში ( ლიფტში) შესვლა- გამოსვლისას).
- ხელს ყველას ნუ ჩამოართმევთ. შეგიძლიათ მხოლოდ მასპინძლებს ჩამოართვათ და სხვებს კი მხოლოდ თავი დაუკრათ.
- ნუ იჩურჩულებთ საზოგადოებაში.
- მოსაუბრის ყურადღების მისაქცევად მასთან შეხება ცუდ ტონად ითვლება.
- ნუ ისაუბრებთ საკუთარ თავზე გადაჭარბებულად.
- ნუ ისაუბრებთ ბევრს.
- არ დასცინოთ სხვას.ნუ იხუმრებთ "უკბილოდ".
- არ იკამათოთ.
- ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.
- თუ მიღებაზე გათვალისწინებულია ცეკვები, ნუ იტყვით მასზე უარს.
- ნუ იუარებთ , თუ გთხოვენ იმღეროთ ( თუ ეს შეგიძლიათ), ან დაუკრათ ინსტრუმენტზე.
- ნუ დარჩებით იმაზე მეტ დროს , ვიდრე ეს გათვალისწინებულია.
- არ უცქიროთ ხშირად საატს, დრო გარშემომყოფთა თვალის შეუმჩნევლად განსაზღვრეთ!
Thursday, May 14, 2020
ქცევის ზოგიერთი წესების შესახებ სუფრასთან
ქცევის ზოგიერთი წესები სუფრასთან
- წინასწარ დაპატიჟებულ სადილზე არასდროს დააგვიანოთ.
- არასდროს დასხდეთ სუფრასთან მანამ, სანამ მასპინძლები არ დასხდებიან, ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ , სანამ თავად მასპინძელი არ გთხოვთ ამის გაკეთებას.
- თუ მამაკაცი ბრზანდებით, ქალბატონი, რომელიც თქვენგან ხელმარჯვნივ ზის, თქვენი ყურადღების ობიექტი უნდა იყოს.
- ქალბატონს არ შეიძლება შესთავაზოთ მარცხენა ხელი, ეს არ არის მისაღები, ყოველთვის მარჯვენა ხელი შესთავაზეთ.
- ხელსახოცი განათავსეთ მუხლებზე და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდოთ ის პერანგის საყელოში.
- პირველ რიგში, სუფრასთან მსხდომ მანდილოსნებს მოემსახურეთ.
- არასდროს მიიღოთ წვნიანი კოვზის ბოლოდან, არც წვნიანის დამატება მოითხოვოთ.
- ეცადეთ სუფრასთან გასწორებული წელით ისხდეთ (ნუ გაიზნიქებით თქეფშისკენ).
- პური მხოლოდ ხელით აიღეთ.
- არ მოკბიჩოთ პური, მოტეხეთ მცირედი და დანარჩენი დადეთ სპეციალურ თეფშზე.
- არ მიიღოთ საკვები დანის პირიდან.
- არ ჭამოთ სწრაფად.
- არ ჭამოთ დიდი ზომის ლუკმებით.
- არ ჩამოადოთ იდაყვები მაგიდას, ისინი გეჭიროთ გვერდების მიმდებარედ.
- ჭიქა ან ბოკალი ზალიან მაღლა არ აწიოთ.
- თუ შესაძლებელია საკვები ჩანგლით აიღეთ.
- ნუ სთხოვთ თქვენს მეზობლად მჯდომს კერძის მოწოდებას, ეს სთხოვეთ მომსახურე პერსონალს.არ ათამაშოთ ხელსი ხელსახოცი, ჩანგალი, კოვზი, დანა ან სხვა სუფრის ატრიბუტი.
- არ შეიმშრალოთ სახე ხელსახოცით.
- ნუ მოტრიალდებით მთელი ტანით და გვერდით მჯდომს ზურგს ნუ შეაქცევთ.
- ნუ ისაუბრებთ უშუალოდ ჭამის დროს.
- ნუ მოდუნდებით სუფრასთან და თავისუფალ პოზაში (მოსვენებულ მდგომარეობაში)ნუ დასხდებით.
- ყოველთვის მშვიდი იყავით.
- ნუ გააკრიტიკებთ კერძებს.
- ნუ შეაწუხებთ სტუმრებს ზედმეტი ყურადღებით, ზედმეტი თხოვნით, გასინჯოს ან დაიმატოს კერძი.
- არასდროს გამოიყენოთ სუფრასთან კბილის საწმენდი.
- არ იკითხოთ წიგნი ან გაზეთი სუფრასთან.
- არ გამოიყენოთ კოვზი ყავის ან ჩაის ფინჯანში. გამოყენების სემდეგ დადეთ ლამბაქზე.
- არ თქვათ უარი კერძზე და არ ისაუბროთ უარის მიზეზებზე. შექმენით იმიტაცია რომ მცირედი მაინც გასინჯეთ.
- არ დადოთ სადილის შემდეგ ხელსახოცი თეფშზე. ის განათავსეთ თეფშის გვერდით.
- მას შემდეგ წამოდექით , ქალბატონები წამოდგებიან.
Subscribe to:
Posts (Atom)
საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში...
იყავით ზრდილობიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. თუ საჭირო იქნება, მოიბოდიშეთ. ნუ დააკვირდებით ადამიანს განსაკუთრებული ყურა...
-
სტუმრად მისული არასოდეს შეხვიდეთ სასტუმრო ოთახში ქურთუკით. ასევე არ უნდა შეხვიდეთ დაკაკუნების გარეშე. არასდროს გააშროს ქოლგა გაშლილ ...
-
ქცევის ზოგიერთი წესები სუფრასთან წინასწარ დაპატიჟებულ სადილზე არასდროს დააგვიანოთ. არასდროს დასხდეთ სუფრასთან მანამ,...
-
იყავით ზრდილობიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. თუ საჭირო იქნება, მოიბოდიშეთ. ნუ დააკვირდებით ადამიანს განსაკუთრებული ყურა...






