ქცევის ზოგიერთი წესები სუფრასთან
- წინასწარ დაპატიჟებულ სადილზე არასდროს დააგვიანოთ.
- არასდროს დასხდეთ სუფრასთან მანამ, სანამ მასპინძლები არ დასხდებიან, ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ , სანამ თავად მასპინძელი არ გთხოვთ ამის გაკეთებას.
- თუ მამაკაცი ბრზანდებით, ქალბატონი, რომელიც თქვენგან ხელმარჯვნივ ზის, თქვენი ყურადღების ობიექტი უნდა იყოს.
- ქალბატონს არ შეიძლება შესთავაზოთ მარცხენა ხელი, ეს არ არის მისაღები, ყოველთვის მარჯვენა ხელი შესთავაზეთ.
- ხელსახოცი განათავსეთ მუხლებზე და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდოთ ის პერანგის საყელოში.
- პირველ რიგში, სუფრასთან მსხდომ მანდილოსნებს მოემსახურეთ.
- არასდროს მიიღოთ წვნიანი კოვზის ბოლოდან, არც წვნიანის დამატება მოითხოვოთ.
- ეცადეთ სუფრასთან გასწორებული წელით ისხდეთ (ნუ გაიზნიქებით თქეფშისკენ).
- პური მხოლოდ ხელით აიღეთ.
- არ მოკბიჩოთ პური, მოტეხეთ მცირედი და დანარჩენი დადეთ სპეციალურ თეფშზე.
- არ მიიღოთ საკვები დანის პირიდან.
- არ ჭამოთ სწრაფად.
- არ ჭამოთ დიდი ზომის ლუკმებით.
- არ ჩამოადოთ იდაყვები მაგიდას, ისინი გეჭიროთ გვერდების მიმდებარედ.
- ჭიქა ან ბოკალი ზალიან მაღლა არ აწიოთ.
- თუ შესაძლებელია საკვები ჩანგლით აიღეთ.
- ნუ სთხოვთ თქვენს მეზობლად მჯდომს კერძის მოწოდებას, ეს სთხოვეთ მომსახურე პერსონალს.არ ათამაშოთ ხელსი ხელსახოცი, ჩანგალი, კოვზი, დანა ან სხვა სუფრის ატრიბუტი.
- არ შეიმშრალოთ სახე ხელსახოცით.
- ნუ მოტრიალდებით მთელი ტანით და გვერდით მჯდომს ზურგს ნუ შეაქცევთ.
- ნუ ისაუბრებთ უშუალოდ ჭამის დროს.
- ნუ მოდუნდებით სუფრასთან და თავისუფალ პოზაში (მოსვენებულ მდგომარეობაში)ნუ დასხდებით.
- ყოველთვის მშვიდი იყავით.
- ნუ გააკრიტიკებთ კერძებს.
- ნუ შეაწუხებთ სტუმრებს ზედმეტი ყურადღებით, ზედმეტი თხოვნით, გასინჯოს ან დაიმატოს კერძი.
- არასდროს გამოიყენოთ სუფრასთან კბილის საწმენდი.
- არ იკითხოთ წიგნი ან გაზეთი სუფრასთან.
- არ გამოიყენოთ კოვზი ყავის ან ჩაის ფინჯანში. გამოყენების სემდეგ დადეთ ლამბაქზე.
- არ თქვათ უარი კერძზე და არ ისაუბროთ უარის მიზეზებზე. შექმენით იმიტაცია რომ მცირედი მაინც გასინჯეთ.
- არ დადოთ სადილის შემდეგ ხელსახოცი თეფშზე. ის განათავსეთ თეფშის გვერდით.
- მას შემდეგ წამოდექით , ქალბატონები წამოდგებიან.



No comments:
Post a Comment